“ეს არის ჯაშუშობა” – ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უჩივის

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2018 10:40

“ეს არის ჯაშუშობა” – ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს უჩივის

ზვიად კუპრავა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს უჩივის და პროკურატურას განცხადებით მიმართავს. საიდან ჰქონდა დეპუტატს კუპრავას ვილნიუსში ყოფნის შესახებ ინფორმაცია? – ეს არის მთავარი კითხვა, რომლის გარკვევასაც კუპრავა უწყებისგან ითხოვს. “სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” დამფუძნებელს ვილნიუსში ვიზიტის შესახებ შეკითხვა სოფო კილაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაუსვა. კუპრავა ეჭვობს, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები მას უთვალთვალებენ. დღესვე ზვიად კუპრავას ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოკითხავენ. საქმე უკავშირდება საქალაქო სასამართლოს სასადილოში დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას პოლიციელები დაუპირისპირდნენ.

“ამაზე არ ვსაუბრობდი არავისთან, მით უმეტეს არც სოფო კილაძესთან ამაზე არ მისაუბრია. ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს თუ საიდან ჰქონდა სოფო კილაძეს ინფორმაცია რომ მე ვიმყოფებოდი ვილნიუსში, ვინაიდან თვალთვალი უცხო ქვეყანაში ეს არის კანონის დარღვევა, ეს არის ჯაშუშობა,”-აცხადებს ზვიად კუპრავა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივლისი 5, 2018 10:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,293
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics