ლაზარე გრიგორიადისის განაჩენს ხვალ გამოაცხადებენ

ლაზარე გრიგორიადისის განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება – ინფორმაციას ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს – “გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 ზე გამოცხადდება განაჩენი!” წერს თამთა კალანდაძე.

შეგახსენებთ, ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 8 აპრილს დასრულდა. მოსამართლე ზვიად შარაძე სათათბიროდ გავიდა.

მარტის აქციების მონაწილე ახალგაზრდას ბრალი გასული წლის 30 მარტს წარუდგინეს, 31 მარტს კი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) აქვს წარდგენილი. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიცოლის მკვლელობისთვის დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაკონკურენციის სააგენტომ გასულ წელს ყველაზე მეტი ჯარიმა ფარმაცევტულ კომპანიებს დააკისრა