ლავროვმა და კოვემ ორმაგი მოქალაქეობის საკითხი განიხილეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 1 აპრილს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი განიხილეს. რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებაზე მუშაობენ.

კოვემ ლავროვთან შეხვედრას პოზიტიური და პროდუქტიული უწოდა.
შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის, ჟენევის დისკუსიის თემები, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პოზიციები საერთაშორისო არენაზე და სხვა – “სპუტნიკ-აფხაზეთი” წერს.
რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკები 2008 წლის აგვისტოში სუვერენულ რესპუბლიკებად აღიარა.

banner
წინა სტატიაშიჭავჭავაძის გამზირზე პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერის სახლისკენ მიემართებიან
შემდეგი სტატიასამოქალაქო სოლიდარობის ქსელი საერთო მოძრაობის შექმნას აანონსებს