ლავროვი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა ღრმა გაყინული სტადიიდან გამოდის.
ამის შესახებ ლავროვმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.

„ჩვენ გვინდა საქართველოსთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა. ვფიქრობთ, რომ ქართველი ხალხი საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობის გაწყვეტით არ უნდა იხდიდეს. სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის მათი პასუხისგება, ვფიქრობ, უსამართლოა. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია“ – განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, 2008 წელს რუსეთი „საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოქმედებდა.“

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო სკოლებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: მე ღია ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის