სერგეი ლავროვი: მე ღია ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის მზად არის მის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდეს.
ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და ვლადიმერ პუტინის მომავალი კონტაქტების პერსპექტივაც არ გამორიცხა.

„მე ღია ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, ორმ სხვაგვარი კონტაქტებიც შესაძლებელია. როდესაც პრეზიდენტ პუტინს ამის შესახებ ჰკითხეს, მან მსგავსი რამ არ გამორიცხა“ – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვმა ასევე კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევს, ყველა საკითხზე ისაუბრონ.

banner
წინა სტატიაშილავროვი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობა გაყინვის სტადიიდან გამოდის
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი: “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები წვრთნებს პანკისის ხეობაში გადიან