რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სუ-24-ის ინციდენტამდე თურქეთის ლიდერს რეჯეპ ერდოღანს პირადად მოუხადა ბოდიში – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა დღეს განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარისთვის სუ-24-თან დაკავშირებული ინციდენტი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ანტიტერორისტული ძალისხმევის ჩაშლა.
24 ნოემბერს სირია-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამხედრო ავიაციამ რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო, რომელმაც ანკარას მტკიცებით თურქული საჰაერო სივრცე დაარღვია.
რუსეთმა დღეს ინგლისელი სპეციალისტები მოიწვია ე.წ. სავი ყუთის გაშიფრვაში მონაწილეობის მისაღებად.