ლაურა ღაჭავა: დივერსიაზე ლაპარაკი არასწორია (ვიდეო)

დივერსიაზე ლაპარაკი არასწორია მაშინ, როცა ჯერ გამოძიება მიმდინარეობს – განაცხადა ე.წ. ჩინელების ბაზრობის მეპატრონემ, ლაურა ღაჭავამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ლილოში მივიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსმა ოთო კერესელიძემ იმ მოქალაქეების ბრალდებებს უპასუხა, რომლებიც სახანძრო-სამაშველო ბრიგადებს წყლის არ ქონაში ადანაშაულებდნენ. კერესელიძის განცხადებით, ამის თქმის საფუძველი მოქალაქეებს იმიტომ გაუჩნდათ, რომ ხანძრის ჩაქრობა ქვემოდან ხდებოდა და რადგანაც ამას მოვაჭრეები ვერ ხედავდნენ, ეგონათ, რომ წყალი არ იყო ტერიტორიაზე.

საერთო ჯამში დაიწვა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი, – განაცხადა ოთო კერესელიძემ

 

banner
წინა სტატიაში„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 20-მდე მაღაზია დაიწვა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონები იპოვა