„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 20-მდე მაღაზია დაიწვა

ლილოში, „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად 20-მდე მაღაზია დაიწვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის ვიცე-მერმა, ილია ელოშვილმა განუცხადა.

როგორც ელოშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია. რაც შეეხება ინფორმაციას, არსებობს თუ არა დივერსიის შესაძლებლობა, როგორც ელოშვილმა აღნიშნა, იმ პირებმა, რომლებმაც ამაზე ისაუბრეს, შეუძლიათ, საგამოძიებო უწყებებს მიაწოდონ ინფორმაცია.

„თუ ასეთი ფაქტები არ არსებობს და დივრესიაზე მხოლოდ ეჭვების საფუძველზე საუბრობენ, ეს არასერიოზულია“,-აღნიშნა ელოშვილმა.

„ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ამ დროისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიდივერსიაზე ვერაფერს გეტყვით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს
შემდეგი სტატიალაურა ღაჭავა: დივერსიაზე ლაპარაკი არასწორია (ვიდეო)