პოლიციამ ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი გოგონები იპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებულ არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშილაურა ღაჭავა: დივერსიაზე ლაპარაკი არასწორია (ვიდეო)
შემდეგი სტატიაკახა ბუხრაძე: ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და მოვაჭრეებმა ხელი არ შეგვიშალონ სამუშაოების შესრულებაში