რა ელის აქტივისტს, რომელმაც ჰილარი კლინტონის ნეკროლოგი დაუკვეთა

ლას-ვეგასში, სპეცსამსახურები აქტივისტს, რომელმაც ჰილარი კლინტონის ნეკროლოგი შეუკვეთა, დაკავებით ემუქრებიან – წერს Las Vegas Review Journal, რომლის თანამშრომლებიც გახდნენ უშუალოდ ინციდენტის მონაწილეები.
პარასკევს, 19 თებერვალს, მოქალაქემ, რომელმაც თქვა, რომ დონ შუბერტი ქვია, გამოცემას ნეკროლოგი შეუკვეთა, თუმცა გაზეთის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ გარდაცვილილის სახელისა და გვარის გასწვრივ წერია “ჰილარი კლინტონი”, გარდაცვალების თარიღად კი მითითებულია 2016 წლის 20 თებერვალი – დღე, როცა ნევადაში დემოკრატიული პარტიის კოკუსები უნდა გამართულიყო. რედაქციის თანამშრომლებმა დამკვეთს მაშინათვე დაატოვებინეს შენობა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, ყოველ შემთხვევისათვის მომხდარის შესახებ პოლიცია ჩაეყენებინათ საქმის კურსში.

დაკითხულმა დაცვის თანამშრომელმა განაცხადა, რომ შუბერტის მანქანაზე პრეზიდენტობის სხვა კანდიდატის ბერნი სანდერსის ფოტოები იყო გაკრული.

banner
წინა სტატიაშიტოკიოში ოკინავაში აშშ-ს ბაზების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაალინა კაბაევა გათხოვდა?!