ლარი დოლართან 0.04 თეთრით, ევროსთან კი 0.5 თეთრით გამყარდა

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით კვლავ გამყარდა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ხვალ 1 აშშ დოლარი 2.4462 ლარი ეღირება. დღეისთვის დადგენილი კურსით კი, მისი ფასი 2.4516 იყო.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. ხვალ ერთი ევროს ოფიციალური ფასი 2.7031 ლარი იქნება. დღევანდელი მონაცემებით კი, მისი ფასი 2.7081 ლარს შეადგენდა.

2.4466 გაცვლითი კურსის პირობებში, უცხოური ვალუტის ფასი ბაზარზე დღეს საშუალოდ, 2.49 ლარს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის, საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა
შემდეგი სტატიატკბილია უმცირესობით უმრავლესობის მართვა – მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემაზე