ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებს შორის, საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა

,,ბიზნესის კეთების“ რეიტინგში, საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და ტოპ-ათეულში მერვე ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეფასება ეყრდნობა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ რეიტინგს, რომლის მიხედვით, საქართველო უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.

ბიზნესის მარტივად დასაწყებად ჩამოთვლილი ქვეყნების ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ახალი ზელანდია; 2. კანადა; 3. ჰონგკონგი; 4. მაკედონია; 5. აზერბაიჯანი; 6. სინგაპური; 7. ავსტრალია; 8. საქართველო; 9. სომხეთი; 10. ირლანდია.

banner
წინა სტატიაშიარავითარი დაპირება არ ყოფილა – ზვიად ძიძიგური საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზციას პასუხობს
შემდეგი სტატიალარი დოლართან 0.04 თეთრით, ევროსთან კი 0.5 თეთრით გამყარდა