ტკბილია უმცირესობით უმრავლესობის მართვა – მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემაზე

„ქართული ოცნებას გაუტკბა, რომ შეიძლება, იყო უმცირესობით და ფლობდე უმრავლესობას,“ – ასე აფასებს მამუკა კაციტაძე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.

ახალი მემარჯვენეების ლიდერი ქართულ ოცნებას საარჩევნოს სიტემის შეცვლასა და მის მიერ დადებულ პირობას ახსენებს. როგორც მამუკა კაციტაძემ  განაცხადა, ზვიად ძიძიგური ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მსგავსი დაპირება მმართველ გუნდს არ ჰქონია.

„ზვიად ძიძიგურის განცხადება ტყუილია, მათ აქვთ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც დადეს პირობა, რომ 2016 წლისთვის ვერ ვასწრებთო და 2020 განვახორციელებთო. რაც შეეხება ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარიო, ეს არ არის სწორი. ოპოზიცია განხილვისას პარლამენტში არ ყოფილა. ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება განხილულია საზოგადოებაში, უბრალოდ არ არის კენჭნაყარი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ვალდებულება მათ აქვთ წინა პარლამენტიდან გადმოყოლილი. შეიძლება კენჭისყრაზე ჩააგდონ, მაგრამ ისინი ვალდებულები არიან, უყარონ კენჭი, როგორც თავიანთ ინიცირებულ ცვლილებას, ასევე ჩემს მიერ ინიცირებულ ცვლილებებსაც,“ – აცხადებს მამუკა კაციტაძე.

banner
წინა სტატიაშილარი დოლართან 0.04 თეთრით, ევროსთან კი 0.5 თეთრით გამყარდა
შემდეგი სტატიაკლინტონი თუ ტრამპი – როდის გავიგებთ გამარჯვებულის სახელს