ლანა ღოღობერიძე: ყველანაირმა ადამიანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, ერთი, დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება, დიდ, ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად ტრაგიკული მარტოობის დაძლევას

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე მოუწოდებს საზოგადოებას, გაერთიანდნენ ერთი საერთო, დიადი მიზნის გარშემო და 20 ივლისს, 8 საათზე, რუსთაველზე ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდნენ.

ევროკავშირში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად ტრაგიკული მარტოობის დაძლევას- აცხადებს კინორეჟისორი.

ლანა ღოღობერიძე 20 ივნისისა და 9 აპრილის მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს.

ყველანაირმა ადამიანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, ერთი, დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება, დიდ, ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად ტრაგიკული მარტოობის დაძლევას.

ჩვენ ვიყავით პატარა, უნათესავო, ობოლი ერი და ეს ნიშნავს, რომ გაგიჩნდეს მეგობრები, რომლებიც მართლა კეთილგანწყობილი არიან ჩვენს მიმართ, რომლებიც დაგვეხმარებიან უპირველესად იმაში, რომ ყოველ წუთს თავდასხმას არ ველოდოთ.

ეს თავდასხმა შესაძლოა, იყოს პირდაპირი, ან შენიღბული. 9 აპრილი რომ გავიხსენოთ, ეს იყო თან ტრაგიკული, თან მართლა წმინდათა წმინდა მომენტი, როცა მართლა ყველა ერთად ვიყავით. – განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები ტემპერატურის სახით – თუთბერიძე
შემდეგი სტატიათბილისი ცენტრში რუსეთის დაფინანსებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა