მიხეილ სააკაშვილს აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები ტემპერატურის სახით – თუთბერიძე

“სამწუხაროდ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უცვლელი, მას აქვს დამატებით ცუდი სიმპტომები ტემპერატურის სახით” – ამის შესახებ, მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდის განხილვაა, თუმცა პროცესი სავარაუდოდ გადაიდება.

რაც, შეეხება დღევანდელ ევროპულ მარშს, როგორც მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი ამბობს, ამასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ, თუმცა მიხეილ სააკაშვილის პოზიცია არის უცვლელი, რომ სახელმწიფოს ბედი ახლა ქართველი ხალხის ხელშია.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” ყოფილი წევრი შოთა შალელაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება
შემდეგი სტატიალანა ღოღობერიძე: ყველანაირმა ადამიანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, ერთი, დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება, დიდ, ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად ტრაგიკული მარტოობის დაძლევას