თბილისი ცენტრში რუსეთის დაფინანსებით საზაფხულო სკოლა გაიხსნა

თბილისის ცენტრი რუსული პროპაგანდის ეპიცენტრად იქცა – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით თბილისში საზაფხულო სკოლა გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ისტორიის რუსულ ვერსიას უყვებიან და პუტინის პოლიტიკის პროპაგანდას ეწევიან.

პრესრელიზში, რომელიც შეხვედრის მონაწლეებს დაურიგეს, აღნიშნულია, რომ საუბარი 2 ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეხება, ასევე კავშირებსა და პერსპექტივებს საქართველოსა და რუსეთს შორის, თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს სააგენტო ,,სოვას” ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა.

საიდუმლო შეკრება სასტუმრო ,,იბის”-ში, გამოცემა ,,სოვას” ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. ვინ არის ორგანიზატორი და ვინ გასცა თბილისში ასეთი შეკრების ჩატარების ნებართვა, ამ კითხვების დასასმელად მისულ ,,პირველების” ჟურნალისტს საპატრულო პოლიცია გამოუძახეს.

შენ ხარ უზრდელი ბიჭი, გადი აქედან – მიმართა ,,პირველების” გადამღებ გუნდს შეხვედრის ორგანიზატორებმა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე კრიტიკული მედია გამოჩნდა სემინარის მონაწილეებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცავები სიტუაციაში გარკვევას ცდილობენ. სემინარის ზოგიერთი მონაწილე ჟურნალისტებს ძალადობით ემუქრებოდა.

“არ ვარ ორგანიზატორი, ლექტორი ვარ. არ გინდა ეს დაზეპირებული კითხვები, მაჩვენე აბა ჩეკი ვის მიერ არის დაფინანსებული”, – უთხრა “მთავარ არხს” ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ.

სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ არ იცის ვისი დაფინანსებით ტარდება ადგილზე სემინარი.

“უბრალო ტრენინგია, სემინარი, არ არის არაფერი საბჭოთა კავშირზე. ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის უბრალო ტრენინგი. არანაირი რუსეთის საგარეო”, – ამბობს ალექსანდრ ბეჟენცევი, რუსი ახალგაზრდების კავშირის ხელმძღვანელი.

უცნობია იცოდა თუ არა სასტუმრო “იბისის” ადმინისტრაციამ რა ტიპის სემინარი ტარდებოდა მათ შენობაში. იხილეთ ასევე:

საბოლოოდ, შეხვედრა ჩაიშალა, მისი მონაწილეები იძულებული გახდნენ, სასტუმროს ტერიტორია დაეტოვებინათ.

banner
წინა სტატიაშილანა ღოღობერიძე: ყველანაირმა ადამიანმა უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ერთად დგომა, ერთი, დიადი მიზნის გარშემო გაერთიანება, დიდ, ევროპულ ოჯახში გაერთიანება ნიშნავს ჩვენი ისტორიულად ტრაგიკული მარტოობის დაძლევას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში პირველი, კომაროვის STEM ბანაკი დაიწყო