ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნინში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

შემთხვევა დილით მოხდა. ადგილობივების ინფორმაციით ახალგაზრდა სახლში ნასვამ მდგომარეობაში გვიან ღამით დაბრუნდა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კი საკუთარმა დედამ იგი აივანზე ჩამომხვრჩალი ნახა.

ადგილობრივებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
გარდაცვლილი, ლაგოდეხის მუნიციპალტეტის გამგეობაში, ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მოხალისედ მუშობდა და ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობდა. ის ლაგოდეხის მოცეკვავეთა ანსაბლის წევრიც იყო. ახალგაზრდები მას დადებითად ახასიათებენ და დასძენენ, რომ აბსოლუტურად უკონფლიქტო ადამიანი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მომხდარს ლაგოდეხის პოლიცია იძიებს.
banner
წინა სტატიაში“პრემიერმა განაცხადა, რომ სპეცუბნები ღია საკითხია და შესაძლებელია მსჯელობა”
შემდეგი სტატია“კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი, ვიზა, საერთაშორისო ასპარეზზე”