“კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი, ვიზა, საერთაშორისო ასპარეზზე”

news
ავტ.: news იანვარი 26, 2016 15:48 განახლებულია

“კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი, ვიზა, საერთაშორისო ასპარეზზე”

მნიშვნელოვანი

  • „ამ ყოველივეს გონოვრულად გამოყენების ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს „გადაიღე საქართველოში“. დღეიდნ პროგრამას დაემატა ახალი მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი - უცხოელ და ქართველ პროდუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც შეიმუშავეს ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებმა. საერთაშორისო კინოინდუსტრიის

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართველ და უცხოელ პროდუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით.

როგორც პრემიერმა სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტის პრეზენტაციისას აღნიშნა, საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული კინოინდუსტრიის წამახალისებელი სქემა, რაც გულისხმობს ქვეყნაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისათვის დაბრუნებას.

„წელიწადნახევრიანი საქმიანობის შედეგად სახელმწიფომ მხარი დაუჭირა 146 საწარმოს. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 366 მილიონი ლარია. პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 6 000-ზე მეტი ადამიანი. ასევე წარმატებით მიმდინარეობს პროგრამის მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება. 16 თვიანი მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში ტრენინგს გაივლის 6 000-მდე მეწარმე. დაფინანსდება 3 000-მდე ბიზნესი-იდეა და რეგიონებში შეიქმნება 5 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. ესაა რეალური წინსვლის დასტური, რომელიც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე და ქვეყნის მდგრად განვითარებაზე აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ლიბერალური და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პოლიტიკა, შემცირებული საგადასახადო განაკვეთები, ლიცენზიებისა და ნებართვების მცირე რაოდენობა, ასევე ადმინისტრაციული პროცედურების სიმარტივე, წარმოადგენს მყარ საფუძველს საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და მისი წარმატებული განვითარებისათვის.

„ამ ყოველივეს გონოვრულად გამოყენების ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს „გადაიღე საქართველოში“. დღეიდნ პროგრამას დაემატა ახალი მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტი – უცხოელ და ქართველ პროდუსერებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც შეიმუშავეს ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებმა. საერთაშორისო კინოინდუსტრიის
წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული კინოინდუსტრიის წამახალისებელი სქემა, რაც გულისხმობს ქვეყნაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისათვის დაბრუნებას. აღსანიშნავია, რომ ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ როგორც უცხოელი კინომწარმოებლები, ასევე ქართველი კინომატოგრაფისტები. რაც ეროვნული ფილმწარმოების გავითარებასთვის კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული კინო ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი, ვიზა, საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა სადაც კინოს უწყვეტი განვითარების ასწლიანი ისტორია არსებობს. ვფიქრობთ, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს როგორც ინდუსტრიის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მისი მეშვეობით ჩვენი ქვეყანა გახდება აღმოსავლეთ ევროპის მიმზიდველი გადასაღები ცენტრი. უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც არ იყო იმ დონის სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები არ იყო დაცული, ქართული კინო ყოველთვის ახერხებდა ქვეყნის დამოუკიდებლობის, სულისკვეთების გაძლიერებას ქვეყანაში. ქართულმა კინომ ნამდვილად თქვა ის სიტყვა, რომლითაც ყველა ქართველი უნდა ამაყობდეს. ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოში კინოინდუსტრიის განვითარებას და მომიჯნავე დარგებზე სარგებლის გადადინების ეფექტის შექმნას. რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლება უნდა შეხვდეთ პროდიუსრებს. ჩვენი მიზანია, მთელი სახელმწიფო აპარატი მოიმართოს იმგვარად, რომ კინოგადაღებას მაქსიმალურად კოორდინირებულად შეეწყოს ხელი. უნდა წავახალისოთ ნიჭიერი ადამიანები, რათა მათ მოახდინონ საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზაცია და ამით შეიტანონ წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა გავზარდოთ კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, სწორედ ასე მივაღწევთ ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა და გაწეული სამუშაოებისთვის ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროების გუნდს მადლობა გადაუხადა.

news
ავტ.: news იანვარი 26, 2016 15:48 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,363
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics