“პრემიერმა განაცხადა, რომ სპეცუბნები ღია საკითხია და შესაძლებელია მსჯელობა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრემიერთან არასამთავრობოების შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი არჩევნების თემა იყო.

ნაცვლიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ საარჩევნო გარემო და სპეცუბნების საკითხი ღია თემაა, რომელზეც როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, პრემიერის თვალსაზრისით, მსჯელობა შესაძლებელია.

“ზოგადად, არჩევნები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც მიმდინარეობდა საუბარი, როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს თვალსაზრისით, ასევე იმაზე, რომ წინასაარჩევნო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად კანონის ჩარჩოებში მოქცეული. ჩვენი შეხედულებით, ის კანონპროექტი, რომელიც მომზადებულია ვერ აგვარებს სრულად სპეცუბნების თემას, თუმცა ის ფაქტი, რომ სპეცუბნები აღარ შეიქმნება, მნიშვნელოვანია. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე რა წესით მისცემენ სამხედრო მოსამსახურეები ხმას, საკითხი უნდა დარეგულირდეს. პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ღია საკითხია და შესაძლებელია მსჯელობა, თუ როგორ შეიძლება საბოლოოდ ეს პროცესი დარეგულირდეს. ჩვენ ჩვენ ხედვას პრემიერს და საზოგადოებასაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ”, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდეტნმა დღეს ლარის გაუფასურების მიზეზები დაასახელა
შემდეგი სტატიალაგოდეხის რაიონის სოფელ ჩადუნინში 18 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო