ლადო პაპავა: უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბრებ, ყველაფერს ვიტყვი

თსუ-ს მოქმედამ რექტორმა, ლადო პაპავამ სამწლიანი საქმიანობის პრეზენტაციაზე, თსუ-ს მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობის მცდელობის შესახებ ისაუბრა.

მისი განმარტებით, ტერიტორია, სადაც გაზგასამართი სადგური უნდა აშენებულიყო, არ ეკუთვნოდა უნივერსიტეტს, თუმცა მაინც არ იყო სასურველი ხეების გაჩეხვა.

“უნივერსიტეტის ხარჯზე არ შეიძლება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება. საერთოდ, ქვეყნის ბიზნეს გარემო უნდა გაუმჯობესდეს მთავრობის მუშაობით და არაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა პაპავამ.

როგორც ლადო პაპავამ ასევე აღნიშნა, არ აქვს იმედი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები პოლიტიკური ძალების ჩარევის გარეშე ჩაივლის.

“დაინტერესება ძალიან დიდია უნივერსიტეტის ბედით, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ვერ და არ ჩაივლის პოლიტიკური ჩარევის გარეშე”, – აღნიშნა უნივერსიტეტის მოქმედმა რექტორმა.

პაპავამ უფრო ვრცლად საუბარი ზეწოლის ფაქტებზე და სახელმწიფოს მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებით არ ისურვა და აღნიშნა, რომ 10 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკოსი, ზუსტად იცის, სად რა თქვას და როდის გაჩუმდეს. “უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბრებ, ყველაფერს ვიტყვი”.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის ოფისში „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ ბრალდებებს უარყოფენ
შემდეგი სტატიავლადიმერ პაპავა: რექტორის არჩევნები ჩარევის გარეშე არ ჩაივლის