ვლადიმერ პაპავა: რექტორის არჩევნები ჩარევის გარეშე არ ჩაივლის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ ჩაივლის და ეს ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოა, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თავისი სამწლიანი საქმიანობის შეჯამების შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპავამ აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, რადგანაც სახელმწიფომ მხოლოდ 25 წელია რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქვეყანა მხოლოდ ახლა სწავლობს არჩევნების ჩატარებას.

„რექტორის არჩევნები იმიტომ არ ჩაივლის ჩარევის გარეშე, რომ დაინტერესება უნივერსიტეტის ბედით არის საკმაოდ დიდი, ხოლო პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში დაბალია. ეს იმიტომაა, რომ მხოლოდ 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და აქედან ძლივს ვისწავლეთ და მხოლოდ ერთხელ ჩავატარეთ მშვიდობიანად საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან, ჩემი ოცნებაა, რომ ასევე მშვიდობიანად ჩატარდეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. როცა ქვეყანაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა, ნუ გაგვიკვირდება ნურაფერი და სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამ დასკვნას“, – განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა: უფრო ვრცლად რამდენიმე წლის შემდეგ ვისაუბრებ, ყველაფერს ვიტყვი
შემდეგი სტატიასტამბოლის მერია თბილისს საჩუქრად ხუთ ავტობუსს გადასცემს