სახალხო დამცველის ოფისში აქციის მონაწილეების მოთხოვნებსა და ბრალდებებს არ ეთანხმებიან, უჩა ნანუაშვილის მოადგილე პაატა ბელთაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი ყოველთვის ხელმძღვანელობს ობიექტურობის პრინციპით.
“ეს განცხადებები არის გადაჭარბებული და ყველა რელიგიური გაერთიანების პრინციპი ჩვენთვის არის უმიშვნელოვანესი, შესაბამისად ამ პრინციპებზე დაყრდნობით კეთდება ნებისმიერი განცხადება სახალხო დამცველის მხრიდან.“- განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ბელთაძემ.
აქციის მონაწილეები უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესეტებენ, სადაც სახალხო დამცველმა მათი განცხადებით, აღნიშნა, რომ უნდა აიკრძალოს სკოლებიდან ტაძრებში ექსკურსიები. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ამ განცახდებით სახალხი დამცველმა „მართლმადიდებლობა შეურაცხყო.“