ლადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ბედუკაძე თავდაცვის მინისტრს პასუხობს

სამეგრელოში, ზემო ეწერში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთ-ერთი მათგანი, სავარაუდოდ, ის პირია, რომლსაც გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლის – ვლადიმერ ბედუკაძის ცემა ედება ბრალად.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ ავარიაში კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. თუმცა პირების იდენტიფიცირებისგან თავს იკავებენ.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ძალადობრივი ინციდენტები – ODHIR-მა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაშავ ზღვაში დღეიდან ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება