შავ ზღვაში დღეიდან ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება

1-8 მარტის პერიოდში ნატოს საერთაშორისო წვრთნებში Poseidon 19, 1100 სამხედრო პირი მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუმინეთი საკუთარ ტერიტორიულ წყლებში გაუწევს ორგანიზებას – რუმინეთის სამხედრო-სასაზღვრო ძალები ავრცელებენ.
სწავლებებში მონაწილეობას მიიღებს 10 რუმინული გემი, ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფის SNMCMG2 ორი გემი, ასევე, მყვინთავების ორი სწრაფმავალი კატარღა. ჯგუფში შედის თურქული TCG Akcakoca, რუმინული ROS Lt Lupu Dinescu და ბულგარული BGS Tsibar. საჰაერო ძალების შემადგენლობაში იქნებიან ვეტმფრენი Puma Naval, ორი გამანადგურებელი МиГ-21 და ორი F-16, რომლებიც, ასევე, რუმინეთის სამხედრო ძალებს ეკუთვნის.

წვრთნების დაწყების ცერემონია 1 მარტს შუადღეს დაიწყება. გემები პორტიდან 4 მარტს გავლენ.

banner
წინა სტატიაშილადო ბედუკაძის ცემაში მონაწილე თენგიზ ნაზღაიძე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი ბორდერიზაციაზე განცხადებას ავრცელებს