კვირიკაშვილი: წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინებას რუსეთიდან

“წუხანდელი საღამო და ის ზღვარგადასული რეაქცია, რაც ვიხილეთ, გარდაუვალად დააზიანებს დარჩენილთა შორის ვალუტის შემოდინების იმ უმსხვილეს უცხოური ვალუტის ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან უმეტესად სახმელეთო, და ასევე საჰაერო გზით შემოსული ტურისტებისგან”. – საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსი პროპაგანტისტის ვლადიმირ პოზნერისა და მისი მეგობრების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

კვირიკაშვილის აზრით, გუშინდელი ღამის შემდეგ, “საქართველოს გაჭირვებული მოსახლეობისთვის (არა მარტო მათთვის, ვინც ტურიზმით პირდაპირ თუ ირიბად სარგებლობს) ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება”.

“ჩემთვისაც, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და გადაწყვეტილების სუვერენულად მიღების უფლება ხელშეუხებელი ფასეულობაა, შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის შეხედულება თუ გამონათქვამი, რომელიც პროპაგანდირებს საპირისპიროს, მიუღებელია და ისევე აღმაშფოთებელი, როგორც ყველა ქართველი პატრიოტისთვის. ასევე შეუძლებელია მოიწონო ანტიპანდემიური წესების დემონსტრატიულად დარღვევა.

ახლა ცოტა მეტი პრაგმატიზმით შევხედოთ ამ მოვლენას:

არაეკონომისტებისათვის ზედმეტად გავამარტივებ და მიზეზებზე არ შევჩერდები, ვინაიდან პოლიტიზირება შორს წაგვიყვანს – ქართული ვალუტის კურსი ძირითადად იმ 4 მატერიალურ ფაქტორს უჭირავს, რომელიც ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას განაპირობებს:

1. ექსპორტი

2. უცხოური ინვესტიციები

3. ფულადი გზავნილები

4. ტურიზმი

მეხუთე – არამატერიალური ფაქტორი – რომელიც განაპირობებს სრული დოლარიზაციისგან თავის შეკავებას და ანაბრების მნიშვნელოვანი მასის ეროვნულ ვალუტაში შენახვას, გახლავთ ადამიანების მოლოდინები და ზოგადი ოპტიმიზმის დონე”, – წერს კვირიკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმარიონეტული რეჟიმის ლიდერი პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება
შემდეგი სტატიასაფრანგეთში 5 აპრილიდან სკოლები სამი კვირით იხურება