საფრანგეთში 5 აპრილიდან სკოლები სამი კვირით იხურება

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კორონავირუსის მესამე ტალღასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები გამოაცხადა. მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 აპრილიდან სკოლები სამი კვირით დაიკეტება. ერთკვირიანი ონლაინ გაკვეთილების შემდეგ 2 კვირიანი არდადეგები დაიწყება. პრეზიდენტმა მაკრონმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა დაახასიათა როგორც “დელიკატური” და თქვა, რომ აპრილი გადამწყვეტი თვე იქნება. “ჩვენ დავკარგავთ კონტროლს, თუკი ახლა არ მივიღებთ ზომებს” – თქვა მან.

ადრე ქვეყნის 19 რეგიონში მიღებული შემზღუდავი ზომები, მათ შორის, მცირე საწარმოების დაკეტვა, ვარჯიში საკუთარი სახლიდან არა უშორეს 10 კმ-ისა, ქვეყნის მეორე ბოლოში გადაადგილება, ახლა მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

19:00 საათიდან კომენდანტის საათი ძალაში რჩება, მოქალაქეებს ისევ სთხოვენ სახლებიდან იმუშაონ. მაკრონის თქმით, “გვირაბის ბოლო ჩანს, თუკი მოქალაქეები ახალ რეგულაციებს დაიცავენ”.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი: წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინებას რუსეთიდან
შემდეგი სტატიამუხრან ბურჭულაძე: პუტინის რეჟიმმა და პუტინის ოპოზიციამ გააგდეს საქართველოდან ევროპა და ევროპიდან – საქართველო