მარიონეტული რეჟიმის ლიდერი პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ, რუსეთის პროპაგანდისტ ვლადიმირ პოზნერს დაბადების დღე მიულოცა და აფხაზეთში მიიპატიჟა.

ბჟანიამ 31 მარტს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ შეშფოთება გამოხატა.

“პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, სულითა და გულით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ და თქვენს ახლობლებს ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ.

შეშფოთებული ვართ იმ სიტუაციით, რომელიც თბილისში თქვენი ვიზიტის დროს განვითარდა.
მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელების ქმედებამ, რომლებმაც დაარღვიეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია.

პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში ყოველთვის გელიან. გეპატიჟებით გვეწვიოთ თქვენთვის ხელსაყრელ დროს”. – თქვა ასლან ბჟანიამ.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი: თბილისიდან გაძევებული პოზნერი ემოციურადაც სასიამოვნო საცქერი იყო
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი: წუხანდელი ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინებას რუსეთიდან