კვირიკაშვილი მიუნხენში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საინვესტიციო შესაძლებლობები, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და განხორციელებული რეფორმები გააცნო პრემიერმა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებსაც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, ოფიციალურ ვახშამზე შეხვდა.

გიორგი კვირიკაშვილი მათ საქართველოს რეგიონულ ეკონომიკურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალსა და მიმდინარე მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე ესაუბრა.

მისი თქმით, საქართველო არის პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, დსთ-ს და მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული ჩინეთთან და მუშაობს ასეთივე ხელშეკრულების გაფორმებაზე ინდოეთთან.

პრემიერმა კომპანიების ხელმძღვანელები საქართველოში მიიწვია.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და არჩევანს თავად გააკეთებს
შემდეგი სტატიაჯანელიძე მიუნხენში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა