გიგა ბოკერია: ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და არჩევანს თავად გააკეთებს

იმედი მაქვს, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვა და არჩევანს თავად გააკეთებს, თუ რომელ მხარეს აღმოჩნდება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ ღირებულებათა კონფლიქტში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა. მან გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის კითხვას გასცა პასუხი, თუ რომელ მხარეს შეიძლება აღმოჩნდეს ვანო მერაბიშვილი ღირებულებათა კონფლიქტში.

„ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია. მე–18 მუხლთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილების მიუხედავად ის ციხეში ზის და ციხეში მჯდომ პოლიტპატიმართან დაკავშირებით, მის ნაცვლად საუბარს სწორად არ მივიჩნევ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, NDI-ის კვლევების მიხედვით, რატომ არის გიგა ბოკერია ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მის შემდეგაც ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარული ფიგურა პარტიაში, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ცუდია, როცა არსებობს ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც ის არ მოსწონს. მაგრამ მთავარი პრინციპია, ადამიანმა ის აკეთოს, რაც საკუთარი გუნდისთვის და ქვეყნისთვის სწორად მიაჩნია.

„შესაძლოა, ამას ბევრი ან ნაკლები ფასი ჰქონდეს, მაგრამ პოლიტიკოსი უნდა ეცადოს, ამის ახსნა კარგად შეძლოს. ხშირად, მე ამას კარგად ვერ ვახერხებდი, რაც ჩემი ბრალია და არა იმისი, ვისაც არ მოვწონვარ და უნდა ვეცადო, თუნდაც ასეთ გვიან პოლიტიკურ ასაკში გამოვსწორდე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაში2020 წლისთვის „ქართული ოცნების“ არჩევნების გზით შეცვლა რეალურად და აუცილებლად მიმაჩნია
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი მიუნხენში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა