ჯანელიძე მიუნხენში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა.

ისაუბრეს ქართული დიასპორის და წარმატებული ქართველების პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე, დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიაზე.

დიასპორის წარმომადგენლებმა მიხეილ ჯანელიძეს რეგულარული შეხვედრების ფორმატისთვის მადლობა გადაუხადეს და უფრო აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი მიუნხენში საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო