კვირიკაშვილი „კრწანისის“ ინციდენტზე – მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები

მომავალი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახდება

დეტალებში შევისწავლე “კწანისის” სასწავლო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედრორები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, „კრწანისის“ ბაზაზე, ძალიან სამწუხარო ინციდენტი მოხდა.

„მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს აქვთ ძალიან მკაცრი დაცვის წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რომ 16 წლის ახალგაზრდა დაიღუპა ამ ინციდენტში. მინდა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო ოჯახს. კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხულია რაიმე შეკითხვები. სამხედრო ობიექტებს აქვს ძალიან მკაცრი დაცვის წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან საფრთხილო. გამოძიება მიმდინარეობს, გამოძიების შედეგები გახდება ცნობილი და ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ ძალიან მკაცრად იმ ინსტრუქიცების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : სამინისტროების კუთხით ცვლილებები გამორიცხული არ არის
შემდეგი სტატიადავით თევზაძე : უმჯობესია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოაცილოს შეიარაღებულ ძალებს არაკომპეტენტური მართვა