გიორგი კვირიკაშვილი : სამინისტროების კუთხით ცვლილებები გამორიცხული არ არის

ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუმცა სამინისტროების მიმართულებით გარკვეული ცვლილებები გამორიცხული არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სამინისტროების ოპტიმიზაციის საკითხის კომენტირებისას განუცხადა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.

„ისე, სჯობს დავიცადოთ, იმიტომ რომ ეს არჩევნების ეპოპეა უნდა დასრულდეს, ალბათ. 30 ოქტომბერს არის მეორე ტური და გვინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულებულა. შემდგომ იქნება გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა. არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, თუ ამას კითხულობთ. მაგრამ გარკვეული პატარა ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან და ამაზე შეიტყობთ, როცა ამის დრო იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში ავარიას 21 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაკვირიკაშვილი „კრწანისის“ ინციდენტზე – მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები