დავით თევზაძე : უმჯობესია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოაცილოს შეიარაღებულ ძალებს არაკომპეტენტური მართვა

„კრწანისის“ ინციდენტსა და მიმდინარე გამოძიებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე გამოეხმაურა.

პოლიტიკური გაერთიანება საქართველო მშვიდობისათვის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სამხედრო მეთაურების შეცვლის თაობაზე სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

თევზაძის თქმით, თავდაცვის მოქმედმა მინისტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადების გაკეთება იჩქარა.

“შეიარაღებული ძალები ნამდვილად არის გასული ყოველგვარი ფარგლებიდან. შეიარაღებულ ძალებს სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა შეიძლება დაჭირდეს. პასუხისმგებელი პირები კონკრეტული ვიღაცეები კი არ არიან, არამედ ისინი არიან, ვინც ამას ხელმძღვანელობენ.

“უმჯობესია პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გაბედული ნაბიჯი გადადგან, მთლიანად მოაცილოს შეიარაღებულ ძალებს ის არაკომპეტენტური მართვა, რომლის ქვეშაც დღეს იმყოფება,“- განაცხადა დავით თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი „კრწანისის“ ინციდენტზე – მზად ვართ ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარები
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, 7-საფეხურიანი ნახტომი მსოფლიო ბანკის რეიტინგში მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ინვესტორისთვის