კვიპროსზე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე 800 ათასი ფრინველი დახოცეს

კვიპროსზე ბრიტანეთის სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ დიდი რაოდენობით ფრინველების განადგურებას ხელი არ შეუშალეს. მეცნიერების უკანასკნელი მოხსენების თანახმად, კვიპროსზე 1,7 მილიონზე მეტი ფრინველი განადგურდა, ამასთანავე, ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზე, რომელიც დაახლოებით 100 კვადრატულ კილომეტრზეა მოთავსებული, 800 ათასი ფრინველია დახოცილი.
ბრიტანული ფრინველთა დაცვის ორგანიზაცია Birdlife Cyprus-ის ინფორმაციით, ფრინველები, რომლებიც აფრიკიდან, აზიიდან და ევროპიდან მიგრირდებიან, ზუსტად კვიპროსზე ისვენებენ. ზუსტად აქ იჭერენ ბრაკონიერები ფრინველებს და შემდეგ მათ შავ ბაზარზე ყიდიან, საიდანაც, თავის მხრივ დელიკატური საჭმლების მოსამზადებლად ყიდულობენ დაინტერესებული პირები.
თითო ფრინველი, დაახლოებით ერთ ევრო ღირს, ამასთანავე, საჭმელი, რომელიც 12 ჩიტისგან არის მომზადებული – 60 ევრო.
ბრიტანეთის სამხედრო ბაზას შემოვლებულ ღობეს ბრაკონიერები ფრინველების დასაჭერად იყენებენ – ნათქვამია მოხსენებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: მოსამართლემ, რომელმაც მიგრაციის შესახებ განკარგულება დაბლოკა, უფლებამოსილებას გადაამეტა
შემდეგი სტატიაბრაზილიაში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტანტებმა ფინანსთა სამინისტროს შენობა დაიკავეს