ბრაზილიაში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ პროტესტანტებმა ფინანსთა სამინისტროს შენობა დაიკავეს

ათეულობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ბრაზილიაში საპენსიო რეფორმების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში. ქვეყნის დედაქალაქში აქციის მონაწილეებმა ფინანსთა სამინისტროს შენობა დაიკავეს. ასობით ადამიანი, რამდენიმე საათის მანძილზე, შენობაში იმყოფებოდა. სან-პაულოში საპენსიო გეგმებით უკმაყოფილოებმა გზები გადაკეტეს.
მთავრობამ საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაზარდა და მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიებზე შეღავათები მოხსნა, რამაც ხალხის აღშფოთება გამოწვია, რადგანაც, ბევრი მათგანი უკვე 54 წლის ასაკში ელოდება პენსიას.
ქვეყნის პრეზდენტმა მიშელ ტემერმა განაცხადა, რომ საპენსიო რეფორმები ქვეყნის ფინანსური სისტემის მოსაგვარებლად აუცილებელია.
ანალიტიკოსების თქმით, ბრაზილია, უკანასკნელი 100 წლის პერიოდში ყველაზე დიდ რეცესიას განიცდის.

banner
წინა სტატიაშიკვიპროსზე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე 800 ათასი ფრინველი დახოცეს
შემდეგი სტატიამერკელი მოსკოვში ვიზიტისთვის ემზადება