ტრამპი: მოსამართლემ, რომელმაც მიგრაციის შესახებ განკარგულება დაბლოკა, უფლებამოსილებას გადაამეტა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ფედერალურმა მოსამართლემ ჰავაის შტატიდან უფლებამოსილებას გადაამეტა მისი განკარგულების დაბლოკვით, რომელიც მიგრანტების აშშ-ში შესვლის აკრძალვას ეხებოდა.
ფედერალური მოსამართლე, დერიკ უოტსონის გადაწყვეტილება რამდენიმე საათით ადრე, სანამ განკარგულება ძალაში შევიდოდა, “სასამართლოს უფლებამოსილების უპრეცენდენტო გადაჭარბება იყო”, განაცხადა ტრამპმა.
“კონსტიტუციით გამაგრებული კანონი პრეზიდენტს უფლებას აძლევს მიგრანტების ნაკადი დროებით გააჩეროს, თუკი ის თვლის, რომ ეს ქვეყნის უსაფრთხოებისათვის საჭიროა” – ტრამპმა განაცხადა და პირობა დადო, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. “ჩვენ გავიმარჯვებთ” – თქვა ტრამპმა.
დღეს, 16 მარტს ჰავაის ფედერალურმა მოსამართლემ დერიკ უოტსონმა შეაჩერა დონალდ ტრამპის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ექვსი მაჰმადიანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა 90 დღით ეკრძალებოდათ, ლტოლვილების მიღება კი 120 დღით წყდებოდა.

banner
წინა სტატიაშიგაეროში აშშ-ს ახალი მუდმივი წარმომადგენელი: ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით
შემდეგი სტატიაკვიპროსზე ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე 800 ათასი ფრინველი დახოცეს