კურსკის ოლქში სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა, რომლითაც რუსეთს უკრაინაში საოკუპაციო ჯარები გადაჰყავს

კურსკის ოლქში სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა, რომლითაც რუსეთს უკრაინაში საოკუპაციო ჯარები გადაჰყავს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, რომან სტარავოიტი ავრცელებს.

უცნობია, ხიდი განზრახ დააზიანეს თუ უამინდობის შედეგად დაზიანდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის ეკიპაჟებია მობილიზებული. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ხიდი ძირითადად “სავაჭრო ვაგონებისთვის” გამოიყენებოდა.

“შესაბამისი სამსახურები ამჟამად მუშაობენ მომხდარის გამომწვევი მიზეზების დასადგენად. მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ”, – აცხადებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.

ხიდი უკრაინის საზღვართან ახლოსაა, სუმის მიმართულებით, სადაც შეიარაღებულ ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშინიკოლაევში საარტილერიო და ნაღმტყორცნების შეტევების გაგრძელებით, მტერმა სასუქებით სავსე სასოფლო-სამეურნეო საწყობს დაარტყა
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესი რადას ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას 219 ბავშვი ემსხვერპლა