კუნძულ ზმეინის გათავისუფლებით ოდესის რეგიონი ოკუპანტებისგან სრულად გაიწმინდა – ბრაჩუკი

კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შედეგად, რეგიონი ოკუპანტებისგან სრულად გაიწმინდა, – ამის შესახებ ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივანმა, სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც მტერი იძულებული გახდა, კუნძული დაეტოვებინა, რეგიონში რუსები აღარ დარჩნენ.

სერგეი ბრაჩუკმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აგრესორების გაძევებისთვის მადლობა გადაუხადა.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ პრევენციული ღონისძიებები და გამოიძიონ თავდასხმები – საია კამპანიაზე “შინ ევროპისკენ”
შემდეგი სტატიანინო იობაშვილი: „შვეიცარია არის საქართველოს დიდი მეგობარი და საერთაშორისო ასპარეზზე გულმხურვალე მხარდამჭერი“