კულება ბლინკენს ესაუბრა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ტელეფონით ესაუბრა, ხვალ კი ვაშინგტონში მას პირადად შეხვდება.

მათი საუბრის მთავარი თემა, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაა.

“სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვესაუბრე ენტონი ბლინკენს. ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის წინ ვაშინგტონში. ძირითადი თემა: სანქციებია. მე ხაზი გავუსვი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების აუცილებლობას მისი უკანონო ქმედებების საპასუხოდ”,- წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

banner
წინა სტატიაში„ლელო საქართველოსთვის“ გმობს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების, ლუჰანსკისა და დონეცკის, ე. წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება მთავრობის ადმინისტრაციასთან – დაკავებულია 8 აქტივისტი