რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი დარწმუნებულია, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას – “რა თქმა უნდა, უკრაინა”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, დგას თუ არა ტრაგედიის უკან “ისლამური სახელმწიფო”.
შეგახსენებთ, სწორედ ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მ აიღო პასუხისმგებლობა მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტზე, რომელსაც 140-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მიუხედავად ამისა პუტინიც და მისი ხელისუფლებაც მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.