ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში 19 წლის ქართველი დააკავეს. მას ბრალად ედება სკოლის დირექტორისა და მოსწავლის დაჭრა. როგორც მედია წერს, დაკავებული სკოლაში შეიჭრა და ჯერ დირექტორი დაჭრა, ხოლო შემდეგ ნიგერიელ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა. ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. როგორც მედია წერს, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
შემდეგი სტატია“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან უკრაინა დგას – პატრუშევი