კრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი ოპოზიციისა და “ოცნებისთვის” ახალ დოკუმენტს ამზადებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციისა და “ქართული ოცნებისთვის” ახალ დოკუმენტს ამზადებენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა, როგორც ხელისუფლების, ისე მათი ოპონენტების მხრიდან, დანიელსონის მიერ წარდგენილ თავდაპირველ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

წარმოდგენილ დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი აღარ იყო. თუმცა, აღინიშნა, რომ მელიას გირაოს ევროკავშირი გადაიხდიდა, რურუა კი ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლდებოდა.

ცნობისთვის , მოლაპრაკებების პროცესი, ევროკავშირის წარმომადგენლობაში, უკვე 5 საათია გრძელდება. არ არის გამორიცხული, იმ შემთვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, კრისტიან დანიელსონი აპრილის ბოლოს საქართველოში ისევ ჩამოვიდეს და მოლაპარაკების მესამე რაუნდი გამართოს.

ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი: მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა იყოს
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე: მეუფე სტეფანე, რუსეთის „მეხუთე კოლონის” წარმომადგენელია – ექსკლუზიური ინტერვიუ