ევროპარლამენტარი: მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა იყოს

“ვფიქრობ, მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.

ევროპარლამენტარის თქმით, გასატარებელი რეფორმების ფონზე, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის გადაუდებელია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება.

“არსებობს ბევრი გაურკვეველი გარემოება მელიასთან დაკავშირებით. მისი დაკავება იმ დროისთვის გადადეს, როცა პოლიტიკური კრიზისი ძალიან მწვავე იყო, იყო პიკში. ეს ვერ დაეხმარება საქართველოს.
რაც არ უნდა მოხდეს ბატონ მელიას შემთხვევაში, ეს თემა დიდი ყურადღების ცენტრშია მართლმსაჯულების ტესტია თვაკლსაზრისითაც. ვფიქრობ, მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში.
ვსაუბრობთ რა არჩევნებზე, საარჩევნო რეფორმასა და კანონის უზენაესობაზე, სასამართლო რეფორმაზე, სრულიად გასაგებია, რომ ახლა ოპოზიციისთვის ყველაზე გადაუდებელია ბატონი მელიასა და ბატონი რურუას გათავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის გამოწვევა ამ შემთხვევაში”, – ამბობს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება კონცერტების ციკლი – ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი და კელი დეგნანი ოპოზიციისა და “ოცნებისთვის” ახალ დოკუმენტს ამზადებენ