კრემლმა ვერ გაიგო მუფტის იდეა ისრაელის და სირიის რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ვერ გაიგო რას გულისხმობდა რუსეთის უმაღლესი მუფტი ტალგატ ტაჯუდდინი, როცა საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შესთავაზა ისე მოექცეს ისრაელს და სირიას, როგორც ყირიმს – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
“ვერაფრით ვერ გავუკეთებ კომენტარს, გულწრფელად გითხრათ, უბრალოდ, ვერ გავიგე, რა იყო ნაგულისხმევი” – განაცხადა პესკოვმა. “სავარაუდოდ, საუბარია მუფტის რომელიღაც ხუმრობაზე, არა უმეტეს ვიდრე ხუმრობა, ეს არ შეიძლება იყოს” – განაცხადა მან.
21 ნოემბერს რუსეთის მუფტმა განაცხადა: “სახალხო ერთობის დღეს, მას შემდეგ, რაც ტრადიციული რელიგიების წარმომადგენლებმა ყვავილები მიართვეს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, მე მას მივმართე: ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, იქნებ სირიასა და ისრაელსაც ისე მოვექცევით, როგორც ყირიმს?”. პუტინმა ამაზე გაიცინა და უპასუხა: “ვიფიქრებთ”. “ამას არ სჭირდება ფიქრი, მიერთება უნდა. მექამდე იყოს რუსეთი, ეს ალაჰის ნებაა, რომ ადამიანებმა ერთად, მეგობრულად, სიყვარულით და თანხმობაში იცხოვრონ” – უპასუხა მუფტმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : სააკაშვილის და ივანიშვილის შედარებაზე თუ გველაპარაკებით, შუბლის ძარღვი სად გაქვთ?!
შემდეგი სტატია“ვარსკვლავური ომების” ფანატები ამერიკელ ჟურნალისტს ემუქრებიან