საუდის არაბეთის უმაღლესმა მუფტმა კინოს და მუსიკას ამორალური უწოდა

საუდის არაბეთის უმაღლესმა მუფტმა შეიხმა აზიზ ბენ აბდალა აშ-შეიხმა კინოთეარტებში ფილმების ყურებას და მუსიკის მოსმენას “ამორალური” უწოდა. მისი გამოსვლა დღეს ტელეარხ Al Majid-ის ეთერში გადაიცა.
“ჩვენ ვიცით, რომ ეს მორალური დეგრადაციაა” – კინოთეატრების როლზე საუბრისას თქვა. ეკრანებზე, მისი აზრით, აჩვენებენ “უწმაწურ, პორნოგრაფიულ, ამორალურ ფილმებს, რომელიც უცხოეთიდან ჩამოაქვთ იმისათვის, რომ ჩვენი კულტურა შეიცვალოს”.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე მომენტში საუდის არაბეთში არ მოქმედებს არც ერთი კინოთეატრი.

banner
წინა სტატიაშისოციალურ ქსელებში ბაიდენის ცრემლებს დასცინეს
შემდეგი სტატიაკრემლმა ტრამპის და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა