რუსეთი უკრაინელი მფრინავის შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“დანარჩენ გადაწყვეტილებას მხოლოდ პრეზიდენტი მიიღებს. როგორს, ჯერჯერობით ვერ გეტყვით” – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს წინადადებაზე ნადეჟდა სავჩენკოს შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებით.
“მე მზად ვარ რუსეთს ორი სამხედრო მოსამსახურე გადავცე, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე არიან დაკავებულები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული სამხედრო მოქმედებისას. სასამართლო გარკვევა ბოლო სტადიაზეა. დასრულებისთანავე, შესაბამისი პროცედურების გზით, მზად ვარ მათი რუსეთში გაგზავნა უზრუნველვყო”- თქვა პრეზიდენტმა პოროშენკომ.