მოშიმშილე მძღოლების ჯანმრთელობის მდომარეობა გაუარესდა

aqciaზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციასთან მოშიმშილე მძღოლების ჯანმრთელობის მდომარეობა გაუარესდა, – იუწყება „თაიმერის“კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან. მისივე ინფორმაციით, გამოძახებული იყი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა. ექიმებმა მოშიმშილე მძღოლებს შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს, რაზეც აქციის მონაწილეებმა კატეგორიული უარი განაცხადეს.
ასევე, „თაიმერისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ავტობუსისა და მიკროავტობუსის რამდენიმე მძღოლი ქუთაისში გაემგზავრა, სადაც საპროტესტო აქციას გამართავენ და ზუგდიდის სატრანსპორტო ბაზრიდან კომპანია „მეტრო პლუსის“ გაყვანას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიISIS ბრიუსელის ტერაქტების დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკრემლმა პოროშენკოს წინადადებას უპასუხა სავჩენკოს გაცვლის შესახებ