ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცავებმა დაკითხეს- ქართველი ჟურნალისტი ტერაქტზე

ბრიუსელის აეროპორტში მოწყობილ ტერორიტულ აქტებს პირადად შეესწრო ,,მოამბის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ბრიუსელიდან ჟენევაში აპირებდა გაფრენას. ქეთევან ქარდავა იყო ერთ-ერთი პირველი ვინც ტერაქტის დროს ფოტოები გადაიღო, მისი ფოტოები არაერთ საერთაშორისო გამოცემაში მოხვდა. ქართველი ჟურნალისტი უკვე დაკითხეს ბელგიელმა სამართალდამცავებმა.

„დაახლოებით 8 საათისთვის მე უკვე ვიყავი ბრიუსელის აეროპორტის ბილეთების ოფისთან, როდესაც ჩემს ხელმარცხნივ დავინახე შავი ნივთი, საეჭვოდ მომეჩვენა თუმცა გარშემო პოლიცია და სამხედროები მოძრაობდნენ და ვიფიქრე, საეჭვო რომ ყოფილიყო ისინი აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას. დაახლოებით ორ წუთში მოხდა უძლიერესი აფეთქება, კვამლით დაიფარა მიმდებარე ტერიტორია, მინების ნამსხვრევები ცვიოდა. მე თვითონ დაღუპულები არ მინახავს, მაგრამ ჩემს გარშემო იყვნენ დაჭრილები, გადავიღე ფოტოები და დავდე ფეისბუკზე. ერთი საათის წინ გამოვედი ბრიუსელის პოლიციის განყოფილებიდან. სამართალდამცავმა ორგანოებმა მომაკითხეს საევაკუაციო დარბაზში. მთხოვეს რომ ჩვენება მიმეცა და მეთქვა ფოტოებზე ზუსტად სად ვიდექი მე და სად შევნიშნე საეჭვო ნივთი.“- განაცხადა ქეთევან ქართავამ „მოამბეში“ ჩართვისას. ჟურნალისტის თქმით ჯერეჯერობით არ არის ზუსტად დადგენილი რამდენი „კამიკაძე“ იმყოფებოდა აეროპორტში. მისი თქმით საფრთხე ისევ არსებობს, ამიტომ უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

 

banner
წინა სტატიაშიკრემლმა პოროშენკოს წინადადებას უპასუხა სავჩენკოს გაცვლის შესახებ
შემდეგი სტატიაბურჯ ხალიფა ბელგიის დროშის ფერებში განათდა