“კრემლი ნებისმიერ მომენტში, როცა საჭირო იქნება, საქართველოს ფსონად გაითამაშებს” – ხოდორკოვსკი

რუსეთმა ყირიმი შესაძლებელია ჰონკონგის მოდელით დააბრუნოს

ევროდეპუტატები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად არ წავლენ. ევროდეპუტატები თვლიან, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი უკვე გადაწყვეტილია და პრეზიდენტი კვლავ ვლადიმერ პუტინი იქნება.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე უკვე კეთდება განცხადებები თუ რა პოლიტიკას გაატარებს პუტინი კიდევ ერთი ვადით არჩევის შემთხვევაში.

მოძრაობა “ღია რუსეთის” დამაარსებელი, იუკოსის ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი ამბობს, რომ პუტინი ფსონს დადებს არმიის შეიარაღებაზე. პუტინის ყოფილი პატიმარი, რომელიც ამჟამად რუსეთში აღარ ცხოვრობს ვარაუდობს, რომ პუტინი შეეცდება საზოგადოება ჰყავდეს სრული კონტროლის ქვეშ და მას ამისთვის დასჭირდება წინა საომარი მობილიზება.

“სამწუხაროდ პუტინის ბოლო მიმართვა ფედერალური საბჭოსადმი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. მიმართვა იყო ძალიან აგრესიული და დაგვანახა რომ, შემდეგი ვადის განმავლობაში პუტინი ფსონს დადებს არმიაზე და შეიარაღებაზე. ეკონომიკურ ინოვაციები, რაზეც მან ასევე ისაუბრა, არადამაჯერებელია თავად პუტინისთვისაც, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროტესტო განწყობა საზოგადოებაში კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად კიდევ უფრო გამკაცრდება პუტინიც. იმისთვის, რომ საზოგადოება სრული კონტროლის ქვეშ ჰყავდეს, მას აუცილებლად დასჭირდება ე.წ. წინა საომარი მობილიზება. ვინ შეიძლება იყოს ამ სიტუაციაში ოპონენტი? სავსებით ნათელია, რომ ეს იქნება შეერთებული შტატები, ნატო, ისინი იქნებიან წარმოჩენილი მტრის სახით და სწორედ ამ მტრის წინააღმდეგ საჭირო იქნება გაერთიანება. ყველა დანარჩენი სახელმწიფოები, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბალტიის ქვეყნები ერთგვარი მძევლები იქნებიან ამ მტერთან ბრძოლაში,”-განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ.

მიხეილ ხოდორკოვსკი თვლის, რომ ევროპამ უფრო ხმამაღლა უნდა ილაპარაკოს, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე. ის აცხადებს, რომ კრემლი ცდილობს მოახდინოს ზეგავლენა ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილზე.

“ჩემი აზრით ევროკავშირში ამ დრომდე ეშინიათ ღიად და პირდაპირ თქვან, რომ კრემლი ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილზე სხვადასხვა არაკანონიერი მეთოდით. ესაა რუსული პროპაგანდა, ევროკავშირის მოსახლეობაზე ზეგავლენა მარგინალური ძალების მეშვეობით, ამ ძალების და პარტიების დაფინანსება კრემლის მიერ. ღიად უნდა ითქვას, რომ პრობლემა არსებობს და რომ კრემლი ამითაა დაკავებული. ჩემი აზრით რუსეთი საქართველოსთვის უფრო გაურკვევლობის შემომტანი ფაქტორია. ამ ეტაპზე კრემლს თავისი პრობლემებიც ყოფნის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში, როცა საჭირო იქნება დიდ პოლიტიკურ თამაშში საქართველოს ფსონად გათამაშება, ამას უყოყმანოდ გააკეთებს,”-განაცხადა მიხეილ ხოდორკოვსკიმ.

banner
წინა სტატიაშიირმა სოხაძე: უნდა დაგვეწრა წერილში, რომ ის არის მოკლული, წამებული და ამიტომ არ გვაძლევთ?
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი – გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადება გაკეთდა რთულ მომენტში და მოითხოვს რუსეთის მხრიდან, რუსეთთან ერთად გონივრულ ნაბიჯებს