ირმა სოხაძე: უნდა დაგვეწრა წერილში, რომ ის არის მოკლული, წამებული და ამიტომ არ გვაძლევთ?

უნდა დაგვეწრა წერილში, რომ ის არის მოკლული, წამებული და ამიტომ არ გვაძლევთ? – განაცხადა მომღერალმა ირმა სოხაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილზე საუბრისას:
“ეს ხომ ყველამ ვიცით, ჩვენ გვინდა, რომ გადმოგვცენ (არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი), თუ არ გადმოგვცემენ, მერე შეიძება უკვე ამაზე ლაპარაკი,მე არა მგონია ამ წერილში ეს გაზგასასმელი ყოფილიყო” განაცხადა სოხაძემ, რომელსაც თაკო ჩარკვიანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ამის მითითება აუცილებელი იყო:
“აუცილებლად იყო ხაზგასასმელი იმიტომ, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც ხელოვანი ხალხი აწერს ხელს და კიარ დაიღუპა ტატუნაშვილი, წამებით ამოხადეს სული” განაცხადა ჩარკიანმა.
“ეხლა რა აზრი აქვს და როცა ჩამოასვენებენ აუცილებლად ჩავალთ ყველანი ვინც ხელი მოვაწერეთ” – ასე უპასუხა მომღერალმა ირმა სოხაძემ ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ ჯობდა კრემლში წერილის გაგზავნას, ტატუნაშვილის ოჯახში, სამძიმარზე ჩასულიყვნენ. განცხადება სოხაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ლევან ჩხაიძის დღის ამბებში საობრისას გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიეს იყო სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია
შემდეგი სტატია“კრემლი ნებისმიერ მომენტში, როცა საჭირო იქნება, საქართველოს ფსონად გაითამაშებს” – ხოდორკოვსკი